მთავარი » სოციალური » შრომა » მომავალი წლიდან ახალგაზრდების დასაქმების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება
„მომავალი წლიდან ახალგაზრდების დასაქმების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ექვსი თვის ვადით იმუშავებს და დამსაქმებლებს 50%-იანი თანაფარდობით გადავუხდით, რათა მათ ახალგაზრდები დაასაქმონ,

მომავალი წლიდან ახალგაზრდების დასაქმების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება

„მომავალი წლიდან ახალგაზრდების დასაქმების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ექვსი თვის ვადით იმუშავებს და დამსაქმებლებს 50%-იანი თანაფარდობით გადავუხდით, რათა მათ ახალგაზრდები დაასაქმონ,

– ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ბეზარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.

„ძალიან მინდა, იმედდაკარგულ ახალგაზრდებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ მისთვის ყველა კარი ჩაკეტილია, ვუთხრა, რომ ეს ასე არ არის. მათ შეუძლიათ, ჩვენთან ელექტრონულად დარეგისტრირდნენ, ხოლო თუ ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, შეუძლიათ ნებისმიერ მუნიციპალიტეტს მიაკითხონ. ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი ოფისები 69 მუნიციპალიტეტშია, იქ, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისებია, ყველგან სხედან დასაქმების კომპონენტზე მომუშავე ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მოქალაქეებს შესთავაზონ ყველა ის სერვისი, რასაც სახელმწიფო ახორციელებს. დიდი იმედი გვაქვს, თებერვლიდან, როცა საპარლამენტო განხილვები დაიწყება, ეს პროგრამა აუცილებლად დამტკიცდება”, – განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.

მარიამ ბეზარაშვილი: მომავალი წლიდან ახალგაზრდების დასაქმების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება

იხილეთ ასევე

"ქვეყანაში არ არსებობს შრომითი დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის მექანიზმი" - დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით დღეს, 18 საათზე, რკინიგზის დეპარტამენტთან, მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერი …