მთავარი » მსოფლიო » დაბინძურებული ჰაერი შესაძლოა, ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას უწყობდეს ხელს
ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ცენტრის სპეციალისტებმა აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანების ტვინის ქსოვილებში მაგნიტური რკინის ოქსიდის ნაწილაკები აღმოაჩინეს.

დაბინძურებული ჰაერი შესაძლოა, ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას უწყობდეს ხელს

დაბინძურებული ჰაერი შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანელი მეცნიერების ახალ კვლევაში. 

დიდ ბრიტანეთში მდებარე ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ცენტრის სპეციალისტებმა აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანების ტვინის ქსოვილებში მაგნიტური რკინის ოქსიდის ნაწილაკები აღმოაჩინეს.

ტოქსიკური ნივთიერების ნაწილაკები აღმოჩნდა იმ ადამიანების ქსოვილებში, რომლებიც დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქებში ცხოვრობენ.

მეცნიერების კვლევაში აღნიშნულია, რომ ტვინის ქსოვილებში მაგნიტური რკინის ოქსიდის ნაწილაკების არსებობასა და დაავადების განვითარებას შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ დამტკიცებული არ არის. სპეციალისტები დაბინძურებული ჰაერის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაზე გავლენის შესწავლას გააგრძელებენ.

2030.news

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …