მთავარი » ჯანდაცვა » დაავადების პროფილაქტიკა და პრევენცია ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტია
მანანა ახვლედიანის აზრით, დაავადების პროფილაქტიკა და პრევენცია ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, დადებითი შედეგების მოლოდინში ვარ.

დაავადების პროფილაქტიკა და პრევენცია ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტია

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიული მედიცინის წარმომადგენლის მანანა ახვლედიანის აზრით, დაავადების პროფილაქტიკა და პრევენცია ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, მისი განვითარების საშუალებას კი ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა იძლევა.

„იმედი მაქვს, პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა წარმატებული იქნება.  ერთმნიშვნელოვნად იმაზე საუბარი, თუ რამდენად შეამცირებს ეს რეფორმა სტაციონარიზაციის რიცხვს, ცოტა ნაადრევად მიმაჩნია, მაგრამ დადებითი შედეგების მოლოდინში ვარ.

მთავარია, პაციენტების ყურამდეც მიაღწიოს ინფორმაციამ ამ რეფორმის შესახებ და მათ გაუჩნდეთ სურვილი, რომ დროულად მიაკითხონ ექიმს. თითქოს ერის კულტურაში ზის, ის, რომ სანამ დაავადება არ გაურთულდებათ, იქამდე ერიდებიან ექიმთან მისვლას. ეს „ტრადიცია“ უნდა მოისპოს და საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, რომ ჯანმრთელობა მეტი მეტი ყურადღება დაუთმოს“, – აცხადებს მედიკოსი.

მანანა ახვლედიანმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, სადაც ეკონომიკური შეჭირვებაა, საყოველთაო პროგრამის ამოქმედება უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი გამოდგა.

„პაციენტები უაღრესად კმაყოფილები არიან. ვფიქრობ, მდიდარ ქვეყნებს არც სჭირდებათ მსგავსი რეფორმის განხორციელება, რადგან ასეთ ქვეყნებში ყველას აქვს შესძლებლობა საკუთარი სახსრებით მიხედოს ჯამრთელობას. მსგავსი პროგრამები ჩვენნაირი ქვეყნებისთვის უფრო სასარგებლოა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაჭირვებაში ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა  მოსახლეობისთვის მსგავსი საჩუქარის გაკეთების საშუალებას, მთავრობამ და კერძოდ ჯანდაცვის სამინისტრომ მაინც გამონახა სახსრები და მივიღეთ ეს მეტად მნიშვნელოვანი პროგრამა. პაციენტების იმედიან თვალებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ვერანაირი ფინანსები ვერ შეედრება მსგავსი იმედის ჩანერგვას“, –აცხადებს მანანა ახვლედიანი.

1news.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …