მთავარი » ჯანდაცვა » დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს და ჯეფრი სილვერმანის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ ჯეფრი სილვერმანის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანება.

„არ შევდივართ დისკუსიაში სილვერმანის დაუსაბუთებელ და პროვოკაციულ განცხადებებთან, რომელიც პერიოდულად ჩნდება პრესაში თუ ტელევიზიაში და ოდნავაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი არაკეთილად განწყობილი ქვეყნებისა და ადამიანების ინტერესებს.

ჩვენ ბევრჯერ დავაფიქსირეთ, რომ ლუგარის ლაბორატორია არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო და ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრი, ემსახურება მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და მეცნიერთა მომავალი თაობების აღზრდას. ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დიდი პოტენციალის ინვესტიცია, არის ღია და გამჭვირვალე თავისი საქმიანობით, სადაც მიმდინარეობს რამოდენიმე ათეული სამეცნიერო პროექტი ქართველი მეცნიერებისა და მათი პარტნიორების ურთიერთ თანამშრომლობით.

ლაბორატორია დღეისათვის აქტიურად თანამშრომლობს ევროპის, აშშ-ს თუ ჩვენი მეზობელი ქვეყნების წამყვან ინსტიტუტების მეცნიერებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების კუთხით და ნებისმიერ დაინტერესებულ მეცნიერსა თუ პიროვნებას შეუძლია გაეცნოს მის მუშაობას.

ლუგარის ცენტრში არაერთხელ მოეწყო სპეციალური გაცნობითი ტურები ქართველი თუ უცხოელი ჟურნალისტებისთვის, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატების, მეცნიერების, ექსპერტებისთვისა თუ პოლიტიკოსებისთვის. ამასთან, ჩვენს მიერ მრავალჯერ იქნა გაჟღერებული და კვლავაც გვინდა გაცნობოთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მეცნიერსა თუ პიროვნებას შეუძლია გაეცნოს ლუგარის ცენტრის მუშაობას და ჩვენი კარი ღიაა, ნებისმიერი მეცნიერისათვის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებისათვის  – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …