მთავარი » ჯანდაცვა » დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხვალ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ხვალ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, თემაზე – "სამკურნალო საშუალებების ხარისხი"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხვალ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ხვალ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, თემაზე – “სამკურნალო საშუალებების ხარისხი: ძირითადი კომპონენტი მკურნალობის ერთიანი ხარისხისათვის”. 

როგორც “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, კონფერენცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საერთაშორისო საკოსულტაციო კომპანია “გლობალური ალიანსი” (GAHSC)-ის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ეგიდით იმართება.

მათივე ინფორმაციით, 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. მის შესასრულებლად ქვეყანამ გარკვეული რეგულაციები უნდა მიიღოს, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით.

ამ მიმართულებით, სამკურნალო საშუალებებთან მიმართებაში სამინისტრო აპირებს “წამლის კანონში” და სხვა რეგულაციებში შესწორებების შეტანას, რათა წამლის რეგისტრაცია და ლიცენზირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს.

როგორც დაავადებთა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, პრეზენტაციის შემდგომ, რომელსაც წარმოადგენს “გლობალური ალიანსის” ექსპერტი, პროფესორი კაროლინ მასკრე, შედგება მრგვალი მაგიდა. დისკუსია გაიმართება ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია და დისტრიბუცია.

ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრება რეგისტრაციის, ლიცენზირების, ფარმაკოზედამხედველობის, GMP-ის, ხარისხის კონტროლისა და სხვა მიმართულებებით. ამ თემებზე მუშაობა აუცილებელია იმისათვის, რათა საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

“გლობალური ალიანსის” ექსპერტი, პროფესორი კაროლინ მასკრე არის ჯანდაცვის ეკონომიკისა და ფარმაცევტული სამართლის პროფესორი პარიზის “საკლაის” უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკისა და ფარმაცევტული სამართლის ფაკულტეტზე; პიროვნებათა დაცვის კომიტეტის (ეთიკის კომიტეტი) წევრი სენტ ლუის ჰოსპიტალში. 

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესი სამმართველოს იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; ამჟამად, არის საფრანგეთის წამლის სააგენტოს რამდენიმე კომისიის წევრი (სარეკლამო და თვითმკურნალობის კომისიები).

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ჯანდაცვის მინისტრი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ასევე NCDC-ის, “გლობალური ალიანსის”, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროფილური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …