მთავარი » ჯანდაცვა » დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საინფორმაციო სააგენტოებში, საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საინფორმაციო სააგენტოებში, საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, სტატიებში მოცემული რანჟირება რეალურ სურათს არ შეესაბამება.

მედიით გავრცელებულ ინფორმაციებში მოყვანილი დაავადებათა რიგითობა ასახავს არა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს, არამედ საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის ნუმერაციას. შესაბამისად, გარდაცვალების გამომწვევ მიზეზთა შორის დაავადებათა ჩამონათვალი, სადაც პირველი ადგილი უჭირავს ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებებს, არასწორია.

მათივე ინფორმაციით, რეალურად, საქართველოში სიკვდილიანობის უპირველესი გამომწვევი მიზეზი, ისევე, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია. მას მოჰყვება სიმსივნური დაავადებები, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები და ტრავმები.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …