მთავარი » მსოფლიო » COVAX-მა „მოდერნას“ ნახევარი მილიონი დოზის შესყიდვის მიზნით შეთანხმება გააფორმა

COVAX-მა „მოდერნას“ ნახევარი მილიონი დოზის შესყიდვის მიზნით შეთანხმება გააფორმა

კოვაქს პლატფორმამ“ განაცხადა, რომ კომპანია Moderna-სთან ხელი მოაწერა შეთანხმებას COVID-19-ის ვაქცინის წინასწარი შესყიდდვის შესახებ.  შეთანხმება 500 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებას ითვალისწინებს.

„ჩვენ მოხარულნი ვართ ამ ახალი ხელშეკრულების გაფორმების გამო, რომელიც COVAX Facility-ს წევრებს მისცემს წვდომას კიდევ ერთ მაღალეფექტიან ვაქცინაზე. გაფართოება და მრავალფეროვანი პორტფელის ქონა ყოველთვის იყო COVAX-ის მთავარი მიზანი,“ – განაცხადა Gavi-ს ალიანსის გენერალურმა მდივანმა სეტ ბერკლიმ.

Moderna-ს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებელი პრეპარატების სიაში შეიტანა, რაც COVAX-პროგრამისთვის მისი მიწოდების შესაძლებლობას იძლევა. მოსალოდნელია, რომ ამ  ვაქცინის მიწოდება, წინასწარი შესყიდვის შეთანხმების ფარგლებში, 2021 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება. ჯამში კი წელს 34 მილიონი პრეპარატი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო 2022 წლისთვის 466 მილიონი დოზა.

„ამ მაღალეფექტიანმა ვაქცინამ უკვე გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე და კიდევ აგრძელებს მათ გადარჩენას. ის COVID-19-ზე გლობალურ კონტროლში სასიცოცხლოდ აუცილებელ როლს შეასრულებს,“ – განაცხადა ეპიდემიებისადმი მზადყოფნის უზრუნველყოფის დარგში ინოვაციების კოალიციის ხელმძღვანელმა რიჩარდ ჰეთჩეთმა.

Moderna-ს გენერალური დირექტორის სტეფან ბანსელის განცხადებით კი, კომპანია COVAX-თან ერთად მუშაობს, რათა ადამიანებს მთელ მსოფლიოში ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ჩვენს ვაქცინაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ,  რომ ბევრ ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ COVAX-ის მისიას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ კვლავ ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ამ ხანგრძლივი პანდემიის შესაჩერებლად ჩვენი mRNA ვაქცინის საშუალებით,“ – განაცხადა ბანსელმა.

გარდა ზემოთხსენებული შეთანხმებისა, ასევე გაფორმდა ხელშეკრულება იუნისეფსა და Moderna-ს შორის, რათა მოხდეს Gavi COVAX-ის მონაწილეებისთვის პრეპარატის შესყიდვებისა და მიწოდების  ლოჯისტიკის უზრუნველყოფა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მოდერნას“ წარმოების ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის 30 აპრილს დაამტკიცა.

მოდერნა“ გახდა მეხუთე ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მოხმარებისათვის დაამტკიცა.

მოდერნამ“ მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნა წარმოების გაზრდის გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს სამი მილიარდი დოზა ვაქცინის გამოშვებაა დაგეგმილი.

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას ვაქცინების მიღების მიზნით მოლაპარაკებები აქვს სხვადასხვა მომწოდებელთან. მათ შორისაა „მოდერნა“.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …