აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) პფაიზერს სრული ავტორიზაცია მიანიჭა.
„FDA-ს მიერ პფაიზერის ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი ეტაპია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. პფაიზერ ბიონტეკი არის FDA-ს მიერ დამტკიცებული COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა. საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტადნარტებს“ – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
Pfizer-BioNTech-ის სახელით ცნობილი ვაქცინა ამიერიდან ბაზარზე Comirnaty-ს სახელით გაიყიდება.