”ცხოვრება მოტეხილობის გარეშე” -ამ სახელწოდებით ოსტეოპოროზის დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა.
სამეცნიერო კონფერენცია ”ცხოვრება მოტეხილობის გარეშე” ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტისა და ძვლოვანი სისტემის მეტაბოლურ დარღვევათა საქართველოს ასოციაციის მიერ, ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდის ეგიდით ჩატარდა. ოსტეოპოროზის საერთაშორისო დღე 1997 წლიდან აღინიშნება. კამპანიის მიზანია, გლობალური და ადგილობრივი ძალისხმევის კოორდინაციით, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები მსოფლიო ჯანდაცვის პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს.
Jandacvis Saministro