მთავარი » ჯანდაცვა » ბავშვთა ახალი კლინიკა ჩხოროწყუში პაციენტების უფასო გასინჯვებს გამართავს
5 და 6 დეკემბერს " ბავშვთა ახალი კლინიკის" სხვადახვა პროფილის პედიატრები ჩხოროწყუს და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ.

ბავშვთა ახალი კლინიკა ჩხოროწყუში პაციენტების უფასო გასინჯვებს გამართავს

5 და 6 დეკემბერს “ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის” სხვადახვა პროფილის პედიატრები ჩხოროწყუს და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან” აცნობეს, თბილისიდან მიწვეული 20-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმი ორი დღის განმავლობაში პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევს.

ბავშვთა-ქირურგის, პედიატრის, ნევროლოგის, ტრავმატოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის უფასო გასინჯვები 10.00 საათზე დაიწყება და 18.00 საათამდე გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში მძიმე პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა და გამოკვლევები თბილისში “ბავშვთა ახალ კლინიკაში” ჩაუტარდებათ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …