მთავარი » ჯანდაცვა » ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მოსახლეობის ნახევარი თვითმკურნალობას აღარ მიმართავს და ექიმთან მიდის
საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ექიმთან ვერ მიდიოდა.მოვახერხეთ ის, რომ ისინი სწორად აკეთებენ ამას, აღარ მიმართავენ თვითმკურნალობას, მიდიან ექიმებთან.

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მოსახლეობის ნახევარი თვითმკურნალობას აღარ მიმართავს და ექიმთან მიდის

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მოსახლეობის ნახევარი, რომელიც ექიმთან ვერ მიდიოდა აღარ მიმართავს თვითმკურნალობას და ექიმთან მიდის ,

– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ეხება და რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წინგადადგმული ნაბიჯი, რაც გაკეთდა.

“ხაზი მინდა გავუსვა ორ პოსტულატს, რომ არ არსებობს ქვეყანაში, შემდგარ სახელმწიფოში უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მეორე – ჯანდაცვაში დახარჯული ფული, არ არის უბრალოდ დახარჯული, არამედ არის პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკაში”, – განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, რომ თანხების დამატება გახდა საჭირო, მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან მთელ მსოფლიოში ასე ხდება.

“ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან მთელ მსოფლიოში ასე ხდება. პირველი, როდესაც ჯანდაცვის სერვისების ღირებულება იზრდება და მეორე, საქართველოს შემთხვევაში მოსახლეობის ნახევარი ექიმთან ვერ მიდიოდა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ისინი სწორად აკეთებენ ამას, აღარ მიმართავენ თვითმკურნალობას, მიდიან ექიმებთან. რა თქმა უნდა, რესურსების უტილიზაცია გაიზარდა, რაც მე ძალიან მიხარია. ეს არის რეფორმის წარმატების ცალსახა ინდიკატორი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …