მთავარი » ჯანდაცვა » ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება
ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილებას დროებით აქვს შეჩერებული საქმიანობა, თუმცა შენობისთვის რემონტის ჩატარებას არავინ აპირებს.

ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება

ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მეან-გინეკოლოგმა ნონა კრილოვმა განუცხადა, განყოფილებას ჯერჯერობით დროებით აქვს შეჩერებული საქმიანობა, თუმცა შენობისთვის რემონტის ჩატარებას არავინ აპირებს და შესაბამისად, განყოფილება დაიხურება.

”ჯანდაცის სამინისტრო აწარმოებდა მონიტორინგს და ითხოვდა სტანდარტებს, რომელიც დღეს არის აუცილებელი. იმ სტანდარტებს ეს სამშობიარო სახლი არანაირად არ შეეფერება”, – აღნიშნა ექიმმა.

სამეანო განყოფილების თანამშრომლებმა დღეს გამგეობის წინ საპროტესტო აქციაც გამართეს.

ნონა კრილოვას განცხადებით, დაახლოებით 27 ადამიანს უმუშევრად დარჩენის საფრთხე ემუქრება იმიტომ, რომ არანაირი შანსი არ არის, შენობაში რაიმე გაკეთდეს.

”აშენებულია არასტანდარტული შენობა, არავინ იცის, ბოლოს როდის გაკეთდა რემონტი. 2008 წელს ეს სამშობიარო სახლი მფლობელს, ”ბლოკ ჯორჯიას” გადაეცა. დღეს არის 2017 წელი, ითხოვენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მფლობელი კი აცხადებს, რომ დანახარჯის შემთხვევაში მოგების იმედი არ აქვს და არ აპირებს არაფრის გაკეთებას.

მივმართეთ ადგილობრივ მთავრობას, სადაც გვეუბნებიან, რომ კერძო სტრუქტურაში ისინი ვერ ჩადებენ ფულს. გამოდის რომ ვრჩებით რემონტის გარეშე და თუ რემონტი არ გაკეთდა, ჩხოროწყუ რჩება სამეანო სამსახურის გარეშე”, – აღნიშნა ნონა კრილოვამ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …