ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ სოფელ ლეწურწუმეში სოფლის ამბულატორია დათვალიერა.
შეხვდა ოჯახის ექიმებს, ასევე პაციენტებს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას უწევს.
იგი აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარით და სოფლის 350 –ზე მეტ ოჯახს ემსახურება. ის სოფლის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. ამბულატორია მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირდა.
etanews.ge