მთავარი » ჯანდაცვა » ჩინური Jilin New Royal Investment საქართველოში საავადმყოფოს მშენებლობას გეგმავს
ჩინური Jilin New Royal Investment საქართველოში საავადმყოფოს მშენებლობას გეგმავს

ჩინური Jilin New Royal Investment საქართველოში საავადმყოფოს მშენებლობას გეგმავს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.

სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარტნირო ფონდის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შანხაიში გამართულ ჩინურ-ქართულ ბიზნეს ფორუმში, რომელსაც ჩინეთის მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ჩინელ ინვესტორებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და ბიზნეს გარემო გააცნეს.

ფორუმზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატსა და მიმდინარე რეფორმებზე. ჩინეთის საქმიან წრეებს საპარტნირო ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა ფონდის მანდატი, ფუნქციები და სტრატეგიები გააცნეს.

საქართველოში წარმოებული აგროსამრეწველო პროდუქციის ჩინეთში დისტრიბუციის შესაძლებლობები განიხილეს მსხვილი ჩინური კორპორაციის Er Shang Group-ის პრეზიდენტთან სუნ ჯის შეხვედრისას, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე საქართველო–ჩინეთის ბიზნეს–ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

დელეგაცია ასევე იმყოფებოდა შანხაის პორტში, და ინდუსტრიულ ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო. დავით საგანელიძემ და ჩინური მსხვილი კომპანიების პირველმა პირებმა პირისპირ საქმიანი შეხვედრები გამართეს. იგი ჩინეთის ინდუსტრიისა და კომერციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დავით საგანელიძე ასევე შეხვდა Jilin New Royal Investment Co LTD-ის დირექტორს.

საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების შესაძლებლობას. კერძოდ: ჩინური კომპანია გეგმავს სავადმყოფოს მშენებლობას საქართველოში, სადაც განთავსებული იქნება სარეაბილიტაციო კლინიკა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ჩინური მედიცინის განყოფილება. გარდა ამ შეხვედრებისა, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ CFFC CHINA ENERGY COMPANY-ის პრეზიდენტს და CEFC GROUP (EURASIA)-ის თავმჯდომარეს.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 29 ივლისს, ძილინის პროვინციის დედაქალაქ ნანჩანგში გაგრძელდება.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …