ჩინეთში, მაისის შემდეგ, კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Beijing Daily წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 87 წლის ინფიცირებული მამაკაცი პეკინში გარდაიცვალა. დიაგნოზი მას 11 ნოემბერს დაუსვეს, როცა მხოლოდ მშრალი ხველა ჰქონდა. ორ დღეში პნევმონია დაუდასტურდა. 19 ნოემბერს დაავადება ფილტვების მძიმე ბაქტერიულ ინფექციაში გადავიდა და პაციენტს სეპტიკური შოკი განუვითარდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 12 ნოემბრიდან, როცა ჩინეთში შემსვლელებისთვის გარკვეული რეგულაციები შეამსუბუქეს, ქვეყანაში აპრილის შემდეგ კოვიდ 19-ის მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა.