მთავარი » მსოფლიო » ჩინეთში ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინების გაყიდვის ფაქტით გამოძიება დაინტერესდა
ჩინეთში ხელისუფლება მედიკამენტების წარმოების, ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობების რეგულირებისა და მისი წესების გამკაცრების რეგულაციების შემოღებას გეგმავს

ჩინეთში ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინების გაყიდვის ფაქტით გამოძიება დაინტერესდა

ჩინეთში ვაქცინების შავი ბაზრის გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 202 ადამიანი დააკავეს.  ჯანდაცვის სფეროსა და მარეგულირებელი უწყებების 357თანამშრომელს კი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ.

ვაქცინების არალეგალურმა  ვაჭრობამ  შავ ბაზარზე  საზოგადოებისა და ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია.

სკანდალმა გამოავლინა მარეგულირებელი ორგანოების უსუსურობა, განახორციელონ კონტროლი ჩინეთის ფარმა ბაზარზე არსებულ მედიკამენტებზე, მაშინ როცა ქვეყანა მედიკამენტების ბრუნვის მოცულობის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

გამოძიების ინფორმაციით,  ვაქცინების დამზადებისას წესი არ დარღვეულა. შესაბამისად, მის თავდაპირველ ხარისხთან მიმართებაში პრეტენზიები არ არსებობს. თუმცა დარღვეულია შენახვის პირობები, რის გამოც ვაქცინა გამოუსადეგარი გახდა.

ჩინეთის ხელისუფლება მედიკამენტების წარმოების, ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობების რეგულირებისა და მისი წესების გამკაცრების მიმართულებით სერიოზული რეგულაციების შემოღებას გეგმავს. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩინეთი ვაქცინების ბაზრის მკაცრი კონტროლს საჭიროებს.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …