საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის დელეგაცია ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ესტუმრა.
დაავადებათ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა დელეგაციის წევრებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვლიერებინეს და სამუშაო მიმართულებები გააცნეს.