მთავარი » მსოფლიო » ჩინეთი ტრადიციული მედიცინის განვითარებას იწყებს
ჩინეთი მსოფლიოს სიდიდით მერვე ეკონომიკის მქონე ქვეყანა საკუთარ ფარმაცევტულ კომპანიებს ადგილობრივი მედიცინის წახალისებისკენ მოუწოდებს.

ჩინეთი ტრადიციული მედიცინის განვითარებას იწყებს

ჩინეთი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში ტრადიციული ჩინური მედიცინის განვითარებას გეგმავს.

მსოფლიოს სიდიდით მერვე ეკონომიკის მქონე ქვეყანა საკუთარ ფარმაცევტულ კომპანიებს ადგილობრივი მედიცინის წახალისებისკენ მოუწოდებს. ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის ადგილობრივი სამედიცინო საშუალებების სამკურნალოდ გამოყენება იმპორტირებულ მედიკამენტებთან შედარებით ეფექტური იქნება.

ჯანდაცვის მაღალჩინოსნების განცხადებით, ტრადიციული ჩინური სამედიცინო საშუალებები გამოიყენება როგორც უბრალო გაციების წინააღმდეგ საბრძოლველად, ისე სერიოზული დაავადებების მათ შორის სიმსივნის სამკურნალოდ. ჩინეთში, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ტრადიციული მედიცინიდან მიღებული მოგების 40 მილიარდიან ზრდას პროგნოზირებენ.

fiercehealthcare.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …