ჩილეში 27 იანვრიდან ნებისმიერი შოკოლადის კვერცხი, რომელშიც სათამაშოა განთავსებული აიკრძალება, მათ შორის მოხვდა “ქინდერ სიურპრიზიც”.
ასევე მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, “მაკდონალდსის” საბავშვო “ჰეფი მილის” შემადგენლობის შემცველობა შეიცვლება.
ახალი კანონის მიზანი ბავშვთა სიმსუქნესთან ბრძოლაა. კანონის მიღების შემდეგ, ყველა საბავშვო პროდუქტზე მითითებული იქნება მასში შემავალი ნივთიერებების რაოდენობა. როგორც ჩილეს ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, “მაკდონალდსის“ საბავშვო “ჰეფი მილი“ ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს მარილს, შაქარს და ცხიმით არის გაჯერებული.
სიმსუქნით დაავადებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს შორის ჩილე მეორე ადგილზეა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად ჩილე ბავშვებში სიმსუქნის მაჩვენებლით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და 5 წლის ზემოთ ბავშვების 9.5 პროცენტს ზედმეტი წონა აქვს.
ამავე დროს, ჩილეს ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 7 წლამდე ბავშვებში სიმსუქნის მაჩვენებელი 30 % -ზე მაღალია. სწორედ ამ მაჩვენებელმა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მთავრობა იძულებული კანონის შემოღების გადაწყვეტილება მიეღო.