ტრანსნაციონალური საკონსულტაციო კომპანია მილიმენის პროგნოზით, მომავალი 10 წლის განმავლობაში C ჰეპატიტის სამკურნალო დანახარჯები ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სექტორს 115 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება.
კვლევა ყურადღებას ამახვილებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. ანალიტიკოსების მტკიცებით, C ჰეპატიტის მკურნალობის არარსებობა ვირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობას 350 000-მდე გაზრდის. ღვიძლის ციროზის ფაქტები 100 000-მდე, C ჰეპატიტის ბოლო სტადიის შემთხვევები კი 2025 წლისთვის 250 000-მდე გაიზრდება.
C ჰეპატიტი – ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც სტატისტიკურად ადამიანების ერთერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ის არის მთავარი გამომწვევი ღვიძლის ციროზისა და სიმსივნისა. საბედნიეროდ, მედიცინის ბოლოდროინდლი მიღწევების შედგეად, C ჰეპატიტისგან განკურნება შესაძლებელი ხდება. ამასთან ანალიტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ის ერთერთი იშვიათ დაავადებათაგანი გახდება.