შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ ბრიფინგი გამართა მიმდინარე და დაგეგმილ იფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.
ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით განსახორციელებელ ცვლილებებზე. როგორც მოგეხსენებათ, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.