მთავარი » მსოფლიო » ბრძოლა სიცოცხლისთვის – ომის პერიოდში უკრაინაში ტრანსპლანტაციის 5 ოპერაცია ჩატარდა

ბრძოლა სიცოცხლისთვის – ომის პერიოდში უკრაინაში ტრანსპლანტაციის 5 ოპერაცია ჩატარდა

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ქვეყანაში ტრანსპლანტაციის 5 ოპერაცია ჩატარდა: 4 შემთხვევაში თირკმლის გადანერგვა მოხდა, ერთ პაციენტს კი გული გადაუნერგეს.

ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

„უკრაინაში არ შეწყვეტილა სამედიცინო დახმარებების გაწევა, მიუხედავად სამხედრო მოქმედებებისა და საავადმყოფოების დაბომბვისა. სადაც ეს შესაძლებელია, არ შეჩერებულა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარებაც. ომის დაწყებიდან დღემდე ორგანოთა გადანერგვის 5 ოპერაცია ჩატარდა – 4 თირკმელი გადანერგილი იქნა გარდაცვლილი დონორისგან, ასევე ჩატარდა გულის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. განხორციელდა გულის თანდაყოლილი დაავადებების ქირურგიული კორექციის ოპერაციები,“ – განაცხადა მინისტრმა.

ლიაშკომ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ლედის ელენა ზელენსკას, სამთავრობო და დიპლომატიური სტრუქტურების, საქველმოქმედო ფონდებისა და ბავშვთა ონკოლოგების საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ევროკავშირის ქვეყნების კლინიკებში სამკურნალოდ უკრაინიდან ონლოგიური დაავადებების მქონე 300-ზე მეტი ბავშვი გაემგზავრა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში წამლებისა და სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არ არის.  მისივე განცხადებით, უკრაინაში 10 ათასამდე აფთიაქი მუშაობს, მომდევნო კვირიდან კი მათი რაოდენობა 12,5 ათასამდე გაიზრდება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …