მთავარი » ჯანდაცვა » ბორჯომში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა
ქალაქ ბორჯომში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები,ოფთალმოსკოპიური კვლევები ჩაუტარდათ.

ბორჯომში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა

ქალაქ ბორჯომში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. პროფილაქტიკური შემოწმებების პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ თალაკვაძე და ქირურგიის ეროვნულ ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თეა გამეზარდაშვილი დაესწრნენ.

ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრის ექიმებმა ჩაუტარეს.

ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა უროლოგია, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.

აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებს, სხვდასხვა პროფილის მაღალპროფესიონალი ექიმები: ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი უწევდნენ.

ადგილობრივებს, საჭიროებიდან გამომდინარე, უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, ოფთალმოსკოპიური კვლევები ჩაუტარდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გასინჯულ პაციენტები საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყო.

უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. იგი პერმანენტული ხასიათისაა და მთელ ქვეყანას მოიცავს.

info9.ge

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …