მთავარი » ჯანდაცვა » ბორჯომში, სოფელ ჭობისხევის ამბულატორიისათვის გამოყოფილი ოთახების რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში, სოფელ ჭობისხევის ამბულატორიისათვის გამოყოფილი ოთახების რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, სოფელ ჭობისხევის ამბულატორიისათვის გამოყოფილი ოთახების რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, სოფელ ჭობისხევის ამბულატორიისათვის გამოყოფილი ოთახების რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ამბულატორიის შენობა, სადაც ის წინათ იყო განთავსებული, ნესტის გამო დაზიანდა, ამიტომ გამგეობის გადაწყვეტილებით, დაწესებულებას სხვა ფართი გამოეყო.

გამგებლის განმარტებით, პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო 2 ოთახი. განხორციელდა კედლის ნიშების ამოშენება, მეტლახის იატაკის მოწყობა, ახალი პლასტიკატის ჭერის მონტაჟი, გამოიცვალა ძველი დაზიანებული კარ-ფანჯარა, მოეწყო ხელსაბანი კუთხე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა ელექტროგაყვანილობას.

”დასუფთავების სამუშაოების შემდეგ სოფლის მოსახლეობას უკვე ახალგარემონტებულ ამბულატორიაში შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …