მთავარი » ჯანდაცვა » ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ძალიან დაძაბული დისკუსიები მქონდა მერიასთან

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ძალიან დაძაბული დისკუსიები მქონდა მერიასთან

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს  განცხადებით, მისი უწყებისა და  დედაქალაქის მერიის თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებულია. 

როგორც  დედაქალაქის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ სერგეენკომ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიის თანამშრომლობა განსაკუთრებით წარმატებული სოციალური და ჯანდაცვის  მიმართულებითაა.

„სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მერიასთან თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი  გარღვევები გააკეთა რიგი მიმართულებებით.  ძალიან მალე კიდევ ახალი პროექტის დაწყების შესაძლებლობა მოგვეცემა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიის თანამშრომლობა მთელი ქვეყნისთვის  და  განსაკუთრებით, თბილისისთვის  ნაყოფიერი, წარმატებული და განვითარებადია“, – განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება იუსტიცის მინისტრის მიერ დედაქალაქის მერის კრიტიკას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დავით ნარმანიასთან მათი ურთიერთობა მხოლოდ ქება-დიდება არ არის და ეს ნორმალური ურთიერთობაა.

„თბილისის მერიასთან,  კონკრეტულად  კი თბილისის მერთან  ჩვენი  ურთიერთობა  არ  არის მხოლოდ ერთმანეთის ქება- დიდება, ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი ურთიერთობა.

მაგალითისთვის, შემიძლია მოგიყვანოთ –  ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში  საქმიანი,  მაგრამ, ამავე დროს, ძალიან დაძაბული  და კონკრეტული დისკუსიები მქონდა თბილისის მერიასთან, რომელიც იყო მოსახლეობის ინტერესებზე დაფუძნებული.ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა“, – აცხადებს სერგეენკო.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …