მთავარი » ჯანდაცვა » ბოლო კვლევის თანახმად, თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში
თამბაქოს ამჟამინდელ მომხმარებელთა პროცენტი გაიზარდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, - ამის შესახებ არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 2016 წელს ჩატარდა.

ბოლო კვლევის თანახმად, თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში

თამბაქოს ამჟამინდელ მომხმარებელთა პროცენტი გაიზარდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, – ამის შესახებ არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 2016 წელს ჩატარდა.

ანალოგიური კვლევა 2010 წელსაც ჩატარდა. 2016 წლის მონაცემებით, 2010 წელთან შედარებით, თამბაქოს ამჟამინდელ მომხმარებელთა პროცენტი გაიზარდა როგორც მამაკაცებში (55.5%-დან 59.2%-მდე), ასევე ქალებში (4.8%-დან 7.3%-მდე)

ამასთან, კვლევის თანახმად, თამბაქოს მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი შემცირდა.

„თამბაქოს მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი 18.6-დან (2010)18.2-მდე (2016) შემცირდა. 19.5-დან (2010) 21.4 ღერამდე (2016) გაიზარდა დღიურად მოწეული სამრეწველო წარმოების სიგარეტი ღერების საშუალო რაოდენობა ყოველდღიურ მწეველებში“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი (31%) მოიხმარს თამბაქოს, მამაკაცების 57% ამჟამინდელი მწეველია, მათ შორის 90.5% ყოველდღიური მწეველი, ქალების 7% ამჟამინდელი თამბაქოს მომხმარებელია; რეალურად თამბაქოს მოიხმარს ქალების 12.2% (კოტინინის ტესტი)“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, მოწევის დაწყების საშუალო ასაკი: კაცებში 17.7 წელი, ხოლო ქალებში 22.4 წელია, დღეში მოწეული ღერების რაოდენობა 21.3 ღერია (კაცი 22.2, ქალი 14.4).

საქართველოში STEPS კვლევა პირველად ევროკავშირის დაფინანსებითა და ჯანმო-ს ტექნიკური დახმარებით 2010 წელს ჩატარდა. აღნიშნული კვლევა განმეორებით ჯანმო-ს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანადაფინანსებით ჩატრდა 2016 წლის ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში. კვლევა ორივე შემთხვევაში, მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. სამიზნე პოპულაცია იყო 18-69 წლის მოზრდილი მოსახლეობა. კვლევაში მონაწილეობდა 5554 ადამიანი. რეკომენდებულია შემდეგი კვლევის 2021 წელს ჩატარება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …