მთავარი » ჯანდაცვა » ბოლნისის მუნიციპალიტეტი სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოთხოვნით, დღეს ბოლნისში ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის” ექიმები ჩავიდნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, უანგარო დონორთა აქციაში ,,გაიღე სისხლი- აჩუქე სიცოცხლე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის, გამგეობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები და საჯარო სკოლების პედაგოგები ჩაერთნენ.
სისხლის დონაციის აქციაში 100-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

”მოხალისეთა მიერ ჩაბარებული სისხლის გამოკვლევა ”ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოოგის ინსტიტუტში” არსებული ლაბორატორიაში მოხდება, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, ამერიკული კომპანიის, Johnson & Johnson -ის აპარატურით, სადაც კომპლექსური ანალიზატორების წყალობით ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები ტარდება. აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს ამ ანალიზატორების მეშვეობით ჩაუტარდებათ კვლევები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია უსაფრთხო სისხლის მისაღებად.

კვლევები საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ წამახალისებელია ის ფაქტი, რომ ყველა დონორს უბრუნდება ანალიზების პასუხები (კონფიდენციალურად, დალუქულ მგომარეობაში) გემოგლობინის და საერთო სისხლის ანალიზის გარდა, კვლევები ტარდება ვირუსებზე, (შიდსი, სიფილისი, A ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი), ასევე ხდება რეზუს და ჯგუფის დადგენა”, – განმარტავენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

მათივე ინფორმაციით, ინსტიტუტში მკურნალობას გადიან ლეიკემიით დაავადებული პაციენტები. ასევე, სისხლის ბანკიდან სისხლითა და მისი კომპონენტებით მარაგდება საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი კლინიკა და თავად ინსტიტუტის პაციენტები.

სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს ინსტიტუტის სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …