BMJ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა დღეს ჯანდაცვის სამინისტროში. სხდომა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეემკომ გახსნა.
შეხვედრაზე მიმდინარე აქტივობები განიხილეს და შესრულებული სამუშაოები შეაფასეს.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქართულენოვანი პორტალის სრულყოფაზე, სადაც, 2017 წლის ოქტომბრში სხვადასხვა კლინიკური დარგის 85 თარგმნილი მოდული განთავსდება. მოდული ხელმისაწვდომი იქნება პრაქტიკოსი ექიმებისთვის დაავადების დიაგნოსტიკის, პროგნოზირების, მართვის და პრევენციის კუთხით.
BMJ–ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვასთან პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს უწყვეტი სამედიცინო განათლების ფორმებსა და აკრედიტაციის წესების სრულყოფასა და შესაბამისი დოკემენტაციის შექმნაზე. აკრედიტაციის მექანიზმი გათანაბრებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებული ქართულ კანონმდებლობასთან. დაგეგმილია BMJ–ის პლატფორმაში კლინიცისტების რაოდენობის გაზრდა და სოფლის ექიმების ჩართვა .
დღეის მდგომარეობით პორტალში ჩართულია მსხვილი კლინიკებისა და წამყვანი ჰოსპიტალური ქსელების კლინიცისტები (1000–ზე მეტი მომხმარებელი). BMJ-ის პორტალი მოიცავს სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების სასწავლო მოდულებს. ჰყავს 100,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი და საიტის 3 მილიონ მონახულებაზე მეტი წელიწადში. სისტემა იძლევა უსგ / უპგ თვალის მიდევნების, ადგილობრივ ენებზე თარგმნის და ეროვნული გაიდლაინების ჩასმის საშუალებას.
BMJ-ის მოდულები აკრედიტებულია 20-ზე მეტ ქვეყანაში. პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის აგვისტოში ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან – BMJ თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო.
საგანმანათლებლო პროექტი პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA).