მთავარი » მსოფლიო » Bloomberg: “სინოვაკის” ვაქცინამ ინდონეზიაში 90%-ზე მაღალი დაცვა აჩვენა

Bloomberg: “სინოვაკის” ვაქცინამ ინდონეზიაში 90%-ზე მაღალი დაცვა აჩვენა

„ბლუმბერგი“ Sinovac-ის ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ამ ვაქცინამ კარგი შედეგები აჩვენა ინდონეზიის ექიმებში. ავტორიტეტული გამოცემის შეფასებით, ეს კარგი ნიშანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იმედებს ამყარებენ ჩინურ ვაქცინაზე, რომელსაც დასავლურ ალტერნატივასთან შედარებით ეფექტიანობის დაბალი მაჩვენებლები აქვს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ინდონეზიაში სპეციალისტები აკვირდებოდნენ „სინოვაკის“ პრეპარატით ვაქცინირებულ 128 290 მედპერსონალს იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში და აღმოაჩინეს, რომ მეორე დოზის გაკეთებიდან მეშვიდე დღეს დასახელებული ვაქცინა ლეტალური შედეგისგან 98  %-ით,  96%-ით კი ჰოსპიტალიზაციისგან იცავს, ხოლო ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელმა 94% შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პანჯი დევანტარამ განაცხადა.

ეს შედეგი კი ცდება იმ შეფასებებს, რომლებიც ვაქცინის მრავალრიცხოვანი კლინიკური ცდების შემდეგ იქნა მიღებული. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, „სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტიანობა 50%-ზე მაღალია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა უკვე აქვს, რომელიც ქვეყანას ჩინეთმა საჩუქრად გადასცა. ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია და შესაძლოა, საქართველოში მისი გამოყენება ჯანმოს აღიარებამდე დაიწყოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში აღნიშნული ვაქიცნის ადამინისტრირება მომავალ კვირაშია დაგეგმილი. მისი განმარტები, „სინოვაკის“ ვაქცინას სხვა პრეპარატებისგან ის გამოარჩევს, რომ მეორე დოზის გაკეთება პირველი ინექციიდან 14-დან 28 დღემდე პერიოდში შეიძლება. გამყრელიძის განცხადებით, ამ ვაქცინას შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …