მთავარი » მსოფლიო » Bloomberg-მა ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების სია გამოაქვეყნა – საქართველო 50-ეულში ვერ მოხვდა
ინდექსის მიხედვით ყველაზე ჯანსაღი 50 ქვეყანაა გამოყოფილი, რომელშიც არ შედის საქართველო, ჯანმრთელი ქვეყნების 50-ეულში ვერ მოხვდა ვერც ჩინეთი.

Bloomberg-მა ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების სია გამოაქვეყნა – საქართველო 50-ეულში ვერ მოხვდა

Bloomberg-მა გლობალური ჯანმრთელობის ინდექსი გამოქვეყნა. გამოცემამ მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის ყველაზე ჯანსაღის სტატუსი იტალიას მიანიჭა.

ქვეყნებში ჯანმრთელობის ინდექსი გამოითვლება ისეთ ცვლადებზე დაყრდნობით, როგორებიცაა სიცოცხლის ხანგრძლივობა, გარდაცვალების მიზეზი, ჯანმრთელობის რისკები მაღალი არტერიული წნევიდან დაწყებული, თამბაქოს მოხმარებითა და სუფთა წყლის მიწოდების შესაძლებლობებით დასრულებული.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქვეყნებს ინდექსი ენიჭებათ. ყველაზე ჯანმრთელ ქვეყანად აღიარებულ იტალიას სიაში 93,11 ქულა აქვს. სიაში შემდეგი მოდის ისლანდია, შვეიცარია, სინგაპური და ავსტრალია.

შუა აღმოსავლეთში ისრაელი ყველაზე მაღალი ქულის მქონე ქვეყანაა, ჩილე ლათინურ ამერიკაში და სლოვენია აღმოსავლეთ ევროპაში.

აღსანიშნავია, რომ ინდექსის მიხედვით ყველაზე ჯანსაღი 50 ქვეყანაა გამოყოფილი, რომელშიც არ შედის საქართველოს არცერთი მეზობელი, მათ შორის არც რუსეთი. ჯანმრთელი ქვეყნების 50-ეულში ვერ მოხვდა ვერც ჩინეთი.

რაც შეეხება საქართველოს, ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების 50-ეულში ქევყანა მითითებული არ არის. საქართველოს რუკაზე (მეზობელი სახელმწიფოების მსგავსად) ნაცრისფერი შეფერილობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქულა 62-ზე დაბალია.

-1x-1

BloombergHealthindex

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …