მსოფლიო ჯანდაცვის უმსხვილესი ორგანიზაციები გაცილებით ეფექტურად და წარმატებით ებრძვიან ზიკა ვირუსს, ვიდრე თუნდაც ებოლას – ამ განცხადებას მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეითსი აკეთებს.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი სერიოზული ფინანსური ძალაა უღარიბესი ქვეყნებისთვის, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებს ებრძვიან.
მისი განცხადებით, მსოფლიო ბევრად მომზადებული შეხვდა ზიკა ვირუსს და ტრაგიკული შემთხვევბის რიცხვიც ებოლასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.
ზიკა ვირუსის შემთხვევები უკვე 23 ქვეყანაშია გამოვლენილი. ვირუსი ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება და ნელნელა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისკენაც მოიწევს. ჟენევაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზიკა ვირუსით შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს. 3 შემთხვევა ნიუ-იორკში დადასტურდა. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში კი უკვე მასშტაბურ სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ.ზოგადად, ვირუსი აფრიკული წარმოშობისაა და პირველად ამერიკის ქვეყნებსა და ბრაზილიაში 2015 წლის მაისში გამოჩნდა.