მთავარი » ჯანდაცვა » ბევრი პაციენტი წამალს მისი მაღალი ფასის გამო ვერ ყიდულობს
მოსულა სისხლდენიანი პაციენტი ანემიით, არ ჰქონია ფული და ეხოსკოპისტისთვის გვითხოვია უფასოდ გაეკეთებინა გამოკვლევა, რომ რაიმე წამალი მაინც დაგვენიშნა.

ბევრი პაციენტი წამალს მისი მაღალი ფასის გამო ვერ ყიდულობს

ჯანდაცვის სამინისტრო ოქტომბრიდან რეფორმის ახალ ტალღას იწყებს. ჯანდაცვის პირველ რგოლში იგეგმება ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება და რესურსების მობილიზება დაავადებების ნაადრევი დიაგნოსტიკისა და პრევენციის მიზნით. ასევე, მწვავე პრობლემაა მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები.

ამ და ჯანდაცვის სფეროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რეპროდქტოლოგ ბარბარე (დოდო) გორგოშიძეს ვესაუბრეთ:

„როგორც ექიმი–რეპროდუქტოლოგი, ვისურვებდი, რომ საქართველოში უშვილობის მკურნალობა არ იყოს ფუფუნება. როგორღაც უნდა დაფინანსდეს უშვილო წყვილების მკურნალობა. არც მედიკამენტები ფინანსდება, არც გამოკვლევები. იძულებულები ვართ ხანდახან დიაგნოზი დავმალოთ იმიტომ, რომ უშვილობა დიაგნოზი არ არის. ეს არის შედეგი. შეიძლება გამოწვეული იყოს კისტის არსებობით, კვანძით, ანთებითი პროცესით, ამას კი მკურნალობა სჭირდება.

ხშირად პაციენტები უსახსრობის გამო მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ. ყოფილა შემთხვევა, მოსულა სისხლდენიანი პაციენტი ანემიით, არ ჰქონია ფული და ეხოსკოპისტისთვის გვითხოვია უფასოდ გაეკეთებინა გამოკვლევა, რომ რაიმე წამალი მაინც დაგვენიშნა. დღევანდელი მდგომარეობით საყოველთაო ჯანდაცვის არეალი მაინც შეზღუდულია. სისხლის საერთო, შარდის საერთო ანალიზითა და კუაკულოგრამით სათანადო დიაგნოზის დასმა არ არის საკმარისი“, – ამბობს დოდო გორგოშიძე.

იგი მედიკამენტებზე არსებული ფასებით გამოწვეულ პრობლემებსაც შეეხო დაარნიშნა, რომ ხშირად ჰყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც ვერ ყიდულობენ წამალს სიძვირის გამო.

„რა თქმა უნდა მედიკამენტები ზოგადად საკმაოდ ძვირია, დოლარის კურსის აწევასთან ერთად კიდევ უფრო გაძვირდა და პაციენტები ცუდ დღეში არიან. იძულებული ვარ მოვუხსნა წამლები და ელემენტარულ ნორკოლუტზე დავტოვო. სხვა გამოსავალი არ არის. საზღვარგარეთ თუ პაციენტს აქვს დაზღვევა, მისთვის წამლები კაპიკები ღირს, რადგან დაზღვევა უფინანსებს.

ძალიან ცუდია, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სამკურნალო პრეპარატებზე, ასევე ჰორმონებზე არ არის შეღავათი არც სახელმწიფო და არც კერძო დაზღვევით, არადა ეს ხომ რეალობაა. პირადად მე ამ რეალობას ვაპროტესტებ. თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ისეთ რეფორმას განახორციელებს, რომ დაცული იქნება ექიმის და პაციენტის ინტერესები, ძალიან კარგი იქნება.

სოციალური გაჭირვება ექიმებსაც გვეხება. იმატებს გამოკვლევებისა და ანალიზების ფასი, მაგრამ არ იმატებს ექიმების ხელფასი“, – ამბობს მედიკოსი.

იგი ასევე ანიშნავს, რომ კერძო კლინიკები საკმაოდ კარგადაა აღჭურვილი აპარატურით, მაგრამ დაგვრჩება ეს აღჭურვილი კლინიკები სპეციალისტების გარეშე არიან. „ ასე ხდება, რადგან განათლებისა და პრაქტიკის დონე დასახვეწია. ჯობია დაგეგმილ რეფორმაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკოსმა ექიმებმა, რომლებმაც უშუალოდ იციან ჯანდაცვაში არსებული პრობლემების თაობაზე.

ჩინოვნიკებმა ნაკლებად იციან ჩვენი, ექიმების პრობლემები და გაჭირვება. ნებისმიერ რეფორმაში სფეროს სპეციალისტების მეტი ჩართულობაა საჭირო“, – აღნიშნავს გორგოშიძე.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …