მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » რეფორმები იქნება კატასტროფული, თუ მათ მხოლოდ ექსპერტების დახმარებით ახორციელებთ
მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეფორმები იქნება კატასტროფული, თუ მათ მხოლოდ ექსპერტების დახმარებით ახორციელებთ -ბერნარდ კუშნერი.

რეფორმები იქნება კატასტროფული, თუ მათ მხოლოდ ექსპერტების დახმარებით ახორციელებთ

მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეფორმები იქნება კატასტროფული, თუ მათ მხოლოდ ექსპერტების დახმარებით ახორციელებთ, – ამის შესახებ გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარდ კუშნერმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” გუშინ განაცხადა, სადაც გლობალური კონფერენცია “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო” გაიმართა.

მისი განმარტებით, აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.

“მოგეხსენებათ 7 წლის განმავლობაში მე ვიყავი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი და ამ ხნის განმავლობაშიც და შემდეგაც ჩემს ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევა იყო. ჩვენთანაც ტარდებოდა რეფორმები. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეფორმები იქნება კატასტროფული, თუ მხოლოდ ექსპერტების დახმარებით ახორციელებთ მათ. ჩვენ ეს გვიცდია და მაინცდამაინც კარგი შედეგები არ მიგვიღია. ჩვენ, ასე ვიტყოდი, ვიმყოფებით პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმისა. ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო სფეროს რეფორმა.

ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის, ყოველი ადამიანისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას. რა საკვირველია არც ჩემს ქვეყანაში არ იყო ასეთი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი და ალბათ არც საქართველოში არ არის ეს მიღწეული.

თქვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან თანამშრომლობთ, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე, და სწორედ ამიტომაც ვახსენე “პოლიტიკა”, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება. არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ექსპერტების გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ადამიანებისთვის იმის განმარტება, თუ რა ხდება და რა შედეგია მოსალოდნელი. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია დასახული მიზნების გაზიარება საზოგადოებისთვის. როდესაც რეფორმებს ატარებთ, ასეთი კომუნიკაცია უნდა იყოს”, – განაცხადა ბერნარდ კუშნერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

“ეს არის ეტაპობრივი პროცესი. საჭიროა გქონდეთ საკმარისი რესურსი, რომ რეფორმები გაატაროთ. მედიცინაში პროგრესი ნამდვილად იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრესის დანერგვა გარკვეულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ეს ყველაფერი საჭიროებს დაბალანსებას, ვინაიდან ქვეყნებს არ გააჩნიათ უსაზღვრო ბიუჯეტი, რომ ეს ყველაფერი დამოუკიდებლად განახორციელონ”, – განაცხადა კუშნერმა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …