მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ბერნარ კუშნერი ინდური ჯენერიკების ფართოდ გამოყენებას მიესალმება
ბერნარ კუშნერმა ქართველ მედიკოსებთან და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ აუცილებელია, ჯენერიკები მოსახლეობას დაბალ ფასად შესთავაზონ.

ბერნარ კუშნერი ინდური ჯენერიკების ფართოდ გამოყენებას მიესალმება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას კიდევ ერთხელ აფასებენ და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას ასახელებენ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს, აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები მალე გახდება ცნობილი.

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმაც შეაფასა, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინათ საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და საერთაშორისო კონფერენციაში : „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო” მიიღო მონაწილეობა. კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.

ბერნარ კუშნერმა ქართველ მედიკოსებთან და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ აუცილებელია, ჯენერიკ- პრეპარატები მოსახლეობას დაბალ ფასად შესთავაზონ. ჯანდაცვის სამინისტრო ინიციატივას, რომელიც ჯენერიკ- მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობასა და მათი სეგმენტის გაფართოებას გულისხმობს, მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება,რაც მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს.

“როდესაც მოქალაქე გრძნობს, რომ მას შეუძლია მიიღოს ჯენერიკ- პრეპარატები, რომელიც შემოდის სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ინდოეთიდან, მნიშვნელოვანია შევთავაზოთ მათ ჯენერიკ- პრეპარატები დაბალ ფასად, მაგრამ ამ სისტემასაც სჭირდება მუდმივი კონტროლი.

მე მახსოვს ჩემს ქვეყანაში, რეფორმის დასაწყისში ჯენერიკ- პრეპარატების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ იყო ადვილი, რადგან მოსახლეობა ამ პრეპარატებს ეჭვის თვალით უყურებდა. ასე რომ, მოგვიწევს მოქალაქეთა და ექიმების განსაკუთრებულ ჯგუფთან მუშაობა. ექიმმა უნდა აუხსნას პაციენტს, რა ხდება და რას ნიშნავს ეს. ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ზემოდან, რომ შევცვალოთ ჯანდაცვის სიტემა. უნდა იყოს მუდმივი დისკუსია და დიალოგი ხალხთან. რა თქმა უნდა, ამას მინისტრი უნდა ხელმძღვანელობდეს, მაგრამ ამაში სამედიცინო პერსონალი უნდა ჩაერთოს. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი ჯანდაცვის დაზღვევასთან დაკავშირებით, ანუ არჩევანი თქვენი ქვეყნის ბიუჯეტსა და ჯანდაცვის უზრუნველყოფას შორის.

საფრანგეთში არ იყო ყველაზე ცუდი მდგომარეობა, ჩვენ გვქონდა ჯანდაცვის დაზღვევა, მაგრამ დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ თავი მოგვეყარა მთლიანი სისტემისთვის. ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. ახლა ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის დაზღვევის ერთიანი საერთო სისტემა, რომელიც ცუდად არ მუშაობს, მაგრამ ხარჯიანია. აქ არის ერთი უპირატესობა, ყველაფერი იწყება ქვემოდან ზემოთ. ჩვენ ვთავაზობთ სისტემას არჩევანისა, რომელიც პასუხობს ზოგადი ხელმისაწვდომობის აუცილებლობის საკითხს და მედიცინის პროგრესის საკითხს”, – განაცხადა კუშნერმა.

“გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია კერძო სექტორის სახელმწიფოსთან პარტნიორობა.

 “თუმცა საბჭოთა სისტემის მქონე ქვეყნები გარკვეულწილად მემკვიდრეობად იღებენ გარკვეულ მიდგომებს, გამოწვევებს, რის გამოც ბევრ ქვეყანაში კერძო სექტორთან არის დისბალანსი. როგორც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორი დაახლოებით 80%-ით არის წარმოდგენილი, მაგრამ გჭირდებათ კანონი და შესაბამისი მექანიზმები, რომელიც დააბალანსებს სახელმწიფოს და კერძო სექტორის ფუნქიონირებას. კერძო სექტორს უნდა გააჩდეს მისაწვდომობა სახელმწიფო სექტორის ფინანსებთან. ეს ყველაფერი უნდა იყოს ორგანიზებული”, – განაცხადა კონფერენციაზე “გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …