მთავარი » მსოფლიო » BBC – ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თაგვებზე მუშაობს
ზიკა ვირუსის ვაქცინამ თაგვებზე წარმატებული შედეგი აჩვენა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.გამოცემის ცნობით, გაჩნდა იმედი, რომ ვაქცინა ადამიანებზეც იმუშავებს.

BBC – ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თაგვებზე მუშაობს

ზიკა ვირუსის ვაქცინამ თაგვებზე წარმატებული შედეგი აჩვენა. ინფორმაციას BBC ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაჩნდა იმედი, რომ ვაქცინა ადამიანებზეც იმუშავებს და ის სამედიცინო სფეროში უახლოეს თვეებში დაინერგება. ექსპერტების განცხადებით, ვაქცინის შემოღება განსაკუთრებული შვება იქნება ორსული ქალებისთვის, იმდენად რამდენადაც ვირუსით სერიოზული საფრთხე სწორედ ჩანასახს ემუქრება.

ექიმი და მკველვარი დან ბარუში ამბობს, რომ ვიდრე ვაქცინას ადამიანებზე გამოიყენებდნენ შესასწავლი და დასაკვირვებელი ჯერ კიდევ ბევრია. ამასთან, აუცილებელია ჩატარდეს კვლევა, თუ რამდენ ხანს გრძელდება ვაქცინის შედეგად მიღებული იმუნიტეტი.

მეცნიერების მეორე ჯგუფი ირწმუნება, რომ ზიკას საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით მუშაობს მაიმუნებზე და რამდენიმე თვიან იმუნიტეტსაც აყალიბებს. მათივე განცხადებით ვაქცინის მთავარი სამიზნე ორსულები და მოგზაურები იქნებიან.

bbc.com

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …