მთავარი » ჯანდაცვა » ბავშვთა ინფექციურის, რესპუბლიკურისა და ონკოლოგიურის სრული რეაბილიტაცია იგეგმება
კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში სამი საავადმყოფოს რესპუბლიკურის,ონკოლოიურის და ბავშვთა ინფექციურის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

ბავშვთა ინფექციურის, რესპუბლიკურისა და ონკოლოგიურის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში, სამი კლინიკის „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის პირველი ერთობლივი და უმსხვილესი პროექტი, რომელიც კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.

“PPP ფორმატის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალური ცნობითვე, სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შემოიტანა, რომელთაგანაც გამარჯვების პრეტენდენტი ალფამედიკისკონსორციუმი გახდა.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, კომპანიამ წარმოადგინა კლინიკების განვითარების საკუთარი კონცეფცია, რომელიც 36 თვეზეა გაწერილი და სამი კლინიკის რეკონსტრუქციასა და აღჭურვას მოიცავს.

“სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში მოიზიდოს ინვესტიციები და შეიმუშაოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიული ქსელი”.

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ბავშვთა ინფექციურისა და ონკოლოგიური ცენტრის ნაწილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში უნდა განთავსდეს. სამუშაობის დასრულების შემდეგ კი რეაბილიტირებულ შენობებში დაბრუნდება.

netgazeti.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …