მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ბავშვებში გულის თანდაყოლილი მანკების მართვა უახლესი სამედიცინო გაიდლაინებით
ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო რედისონში დაგეგმილია 3 დღიანი კონფერენცია თემაზე: ბავშვებში გულის თანდაყოლილი მანკების მართვა უახლესი სამედიცინო გაიდლაინებით.

ბავშვებში გულის თანდაყოლილი მანკების მართვა უახლესი სამედიცინო გაიდლაინებით

18 ნოემბერს, სამედიცინო კორპორაცია ევექსის ორგანიზებით და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოცოციაციის ეგიდით, აჭარას ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები ეწვევიან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო რედისონში დაგეგმილია 3 დღიანი კონფერენცია თემაზე: ბავშვებში გულის თანდაყოლილი მანკების მართვა უახლესი სამედიცინო გაიდლაინებით და ახალშობილებში ნევროლოგიური პრობლემების მენეჯმენტი.

კონფერენციას მეიოს კლინიკის ნეონატოლოგიური დეპარტამენტის უფროსი ქრისტოფერ კოლბი, ასევე მეიოს კლინიკის ნეონატოლოგი ვილიამ ქერი გაუძღვებიან და ქართველ ექიმებს კრიტიკულ პაციენტებში თანდაყოლილი გულის მანკების მართვის საერთაშორისო გაიდლაინებს გააცნობენ.

კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თბილისის და თელავის ნეონატოლოგები და ბავშვთა კარდიოლოგები დაესწრებიან. კონფერენცია „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მხარდაჭერით გაიმართება და 21 ნოემბერამდე გაგრძელდება.

ghn.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …