ბავშვები – ბავშვებისათვის – მსოფლიო სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
15 თებერვალს მსოფლიო სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით ბავშვები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სიმღერით ეხმიანებიან ბავშვთა სიმსივნურ დაავადებებს და მოგვიწოდებენ, რომ ერთად ვიბრძოლოთ მის დასამარცხებლად. ბავშვები ბავშვებისათვის Child4Child – ასე ეწოდება აქციას, რომელის ფარგლებშიც ცნობილი მომღერალი ბავშვები იწვევენ თანატოლებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სიმღერის, ” ჩვენ ერთნი ვართ” “We Are One” ჩასაწერად. სიმღერა განთავსებულია ვებგვერდზე http://child4child.com/
წელს პირველად, აქციაში ჩაერთნენ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვები. აქციას ასევე შეუერთდნენ ქ. თბილისის #147 და #92 საჯარო სკოლების, ქ. ზუგდიდის #9 საჯარო სკოლის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის და მცხეთის მინიციპალიტეტის სოფელ ნავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
აღსანიშნავია, რომ თბილისის #147-ე სკოლა რამდენიმე წელია თანამშრომლობს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლეებთან.
სიმღერა სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღისათვის შექმნა დისნეის ანიმაციური ფილმის – “გაყინული” (Frozen), ცნობილი მელოდიის ავტორმა, კომპოზიტორმა ქრისტოფ ბეკმა.