მთავარი » ჯანდაცვა » ბათუმში, სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა
გამოძახებების რაოდენობის გაზრდის გამო ბათუმში, სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა და ბათუმსა და ხელვაჩაურს 16 ბრიგადა ემსახურება.

ბათუმში, სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა

გამოძახებების რაოდენობის გაზრდის გამო ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს კიდევ ერთი ბრიგადა დაემატება, – ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

მინდია კახიძის განმარტებით, მერიის დაფინანსებით 3 ბრიგადა სამსახურს ივლისში უკვე დაემატა, თუმცა საკურორტო სეზონის გამო რესურსის გაზრდა ისევ გახდა საჭირო.

ამასთან, უახლოეს პერიოდში 4 ერთეულით გაიზრდება სპეცმანქანების რიცხვიც. ამჟამად, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 16 ბრიგადა ემსახურება.

ქალაქში გადატვირთული მოძრაობის გამო ცენტრში დღეს მძღოლებს სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის გზის დათმობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …