მთავარი » ჯანდაცვა » ბათუმის შემოგარენში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირდა
ბათუმის შემოგარენში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

ბათუმის შემოგარენში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირდა

ბათუმის შემოგარენში „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი ვარაუდით, მწერი სარფიდან ტვირთს შემოჰყვა. ნიჟარაძის განცხადებით, მწერები დაინფიცირებულები არ არიან, დაავადების აღმოცენების საფრთხე არ არსებობს და, შესაბამისად, არც პანიკის საფუძველია.

„ჩვენს რეგიონში ნამდვილად დაფიქსირდა „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღო, მაგრამ რეალურად დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან უნდა გვყავდეს დაავადებული ადამიანი, საიდანაც ამ სახეობის კოღო შეძლებს ჯანმრთელ ადამიანზე ვირუსის გადატანას. შესაბამისად, არ გვყავს დაავადებული, არა გვაქვს ვირუსი“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ზიკას“ ვირუსის პრევენციის მიზნით აჭარაში სადეზინფექციო ღონისძიებები მიმდინარეობს. ხდება ყველა შენობა-ნაგებობისა და სკვერების დეზინფექცია.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ეს არა მხოლოდ „ზიკას“, არამედ დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებებია და პრევენციისთვის ყოველწლიურად ტარდება.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …