აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ლევან გორგილაძესთან ერთად, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის A კორპუსის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა შენობის გარე ფასადისა და გადახურვის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობის შიდა ნაწილში გაგრძელდება.
აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიღება, მაგრამ დაწესებუელბა მაინც არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. შენობის ნაწილში სამედიცინო საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია.
შენობის A კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში 8 თვეს გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში დაწესებულება შეუფერხებლად აწარმოებს სამედიცინო საქმიანობას, ტერიტორიაზე არსებულ სხვა კორპუსებში. დასრულების შემდეგ რებილიტირებულ შენობაში განთავსდება ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) დააფინანსებს. შენობის რეაბილიტაციისათვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება.