მთავარი » ჯანდაცვა » ბათუმის ბულვარში მოძრავი ამბულატორია განთავსდა
მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში აგვისტოს ბოლომდე იფუნქციონირებს, ხოლო მომავალში სეზონურად საკურორტო ზონებში განთავსდება.

ბათუმის ბულვარში მოძრავი ამბულატორია განთავსდა

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებული მოძრავი ამბულატორია დაათვალიერეს და C ჰეპატიტზე სკრინინგის პროცესს დაესწრნენ.

მოძრავი ამბულატორია შესაბამისი აღჭურვილობით დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდება, რომლის საშუალებით მედპერსონალი საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ასევე დღეს აჭარის რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს C ჰეპატიტზე სწრაფი მარტივი ტესტი ჩაიტაროს.

მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში აგვისტოს ბოლომდე იფუნქციონირებს, ხოლო მომავალში სეზონურად საკურორტო ზონებში განთავსდება.

“ტურისტული სეზონის განმავლობაში, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან უბედური შემთხვევა ხდება გადატვირთული მოძრაობის გამო ხშირად გვიანდება სასწრაფო დახმარების მიღება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დიდი რაოდენობის ტურისტების თავშეყრის ადგილებში მოვათავსოთ ესეთი მობილური მოდული, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მიიღონ პირველადი გასინჯვა, სანამ საბოლოო სამედიცინო დახმარებისთვის მათ გადაიყვანენ შესაბამის დაწესებულებაში.

მე ვფიქრობ, ეს იქნება დამსვენებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისკენ გადადგული ნაბიჯი და იქნება მრავალფუნქციური, რადგან ძირითად გადაუდებელი დახმარების კლინიკის მოდულს დავუმატეთ ასევე მოძრავი ლაბორატორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური რაოდენობის ადამაიანებმა ჩაიტარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე. მოძრავი ამბულატორია დღეიდან უკვე ფუნქციონირებადი იქნება და ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს ამ მიმართულებით.” – დავით სერგეენკო

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …