მსოფლიოში ბანანის ახალი დაავადება გავრცელდა, რომელიც ლათინური ამერიკის ექსპორტის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიას დიდ ზიანს აყენებს.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციაც ამახვილებს ყურადღებას. ბანანის ექსპორტზე გატანაში ჩართული ადამიანები დაავადების გავრცელებით იმდენად არიან შეშფოთებულები, რომ კოსტა რიკაში დაგეგმილი ბანანის საერთაშორისო კონგრესი მაიამიში იქნა გადატანილი.
აღნიშნულის მიზეზი კი ის იყო, რომ კონგრესზე დამსწრეებს დაავადება შესაძლოა სხვა კონტინენტებზე გადაეტანათ. თუმცა „პანამის დაავადება“ აზიიდან ავსტრალიის გარკვეულ რეგიონებში, აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში უკვე გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ დაავადება ყველაზე მეტად სწორედ იმ ბანანს ვნებს, რომელსაც დასავლური ქვეყნები ყველაზე ხშირად მოიხმარენ. მილიარდობით დოლარის ოდენობის ინდუსტრია დიდი საფრთხის წინაშე დგას. ახალი სახეობის ბანანის გამოყვანა კი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ბანანის ახალი დაავადება სოკოს წარმოადგენს, და მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. ის აზიანებს Cavendish–ის სახეობის ბანანების ფოთლებს. აღნიშნული სახეობის ბანანი კი ბანანების მთელი ბაზრის 95%–ს შეადგენს. ექსპორტიორი ქვეყნები პანიკაში არიან.