მთავარი » დაზღვევა » ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა ჯანდაცვის ბიუჯეტს 30 მილიონ ლარს დაუზოგავს

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა ჯანდაცვის ბიუჯეტს 30 მილიონ ლარს დაუზოგავს

ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შედეგად სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯებიდან წელიწადში 30 მილიონი ლარი დაეზოგება. ამასთან, გაჩნდება ისეთი შემთხვევების ანაზღაურება, როგორიცაა ავტოავარიის შედეგად გამოწვეული შრომის უუნარობა. ამის შესახებ სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ საუბრისას განაცხადა.

არსებული გეგმით, აღნიშნული სერვისი მომავალი წლის პირველი კვარტლიდან ამოქმედდება.

ხეჩინაშვილის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობას სამთავრობო გუნდი ამთავრებს და დაგეგმილია, რომ დოკუმენტი პარლამენტში თვის ბოლომდე შევა. მისი განხორციელება ოქტომბერ-ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, მომდევნო წლის პირველი კვარტლიდან კი, არსებული გეგმით, ეს სისტემა უნდა ჩაირთოს, ანუ გაჩნდეს ამ დაზღვევის შეძენის ვალდებულება.

„ეს არც გადასახადია და არც ჯარიმა. ესაა სავალდებულო წესით სერვისის შეძენა, რომელიც ყველა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებულ ზიანს დააკომპენსირებს, ბრალეულობისგან დამოუკიდებლად. ეს სოციალური მნიშვნელობის ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს გარდა უკლებლივ ყველა ქვეყანაში მუშაობს. შედეგად, ბიუჯეტს 30 მილიონი ლარის შეღავათი იქნება, რადგან ჯანმრთელობის ზიანი სწორედ აქედან იქნება ანაზღაურებული. ასევე გაჩნდება შრომის უუნარობასთან დაკავშირებული და სხვა სახის კომპენსაციები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან კარგი პაკეტია,“  – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

 

იხილეთ ასევე

„დაშენებული პაკეტების“ ამოქმედებით მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები „იხეირებენ“ და არა – მოქალაქეები და სახელმწიფო“

კერძო სადაზღვეო კომპანიების შემოსვლა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, ნამდვილად შეიძლება განხილულ იქნას ერთ-ერთ გამოსავლად. თუმცა, არა …