რეკორდული წონის მორიგი ახალშობილი – 18 წლის ავსტრალიელმა ბრეანა საკისმა ფიზიოლოგიური მშობიარობით 6 კილოგრამი წონის პატარა გააჩინა.
ახალშობილი ვაჟია და მას ზიადი დაარქვეს. საინტერესოა, რომ მშობიარობამდე ექიმები მის წონას 4 კილოგრამის ფარგლებში ვარაუდობდნენ.
სტატისტიკის მიხედვით ავსტრალიაში ახალშობილის საშუალო წონა 3 კილოგრამია. თუმცა ამ მხრივ რეკორდი 33 წლის ხაბაროვსკელ ვერა ოვჩინიკოვას ეკუთვნის, რომელმაც 2011 წელს 7,2 კილოგრამი წონის ბიჭი გააჩინა.