მთავარი » ჯანდაცვა » ავერსის კლინიკა ისნის რაიონში ახალ მოდერნიზებულ ფილიალს ხსნის
ავერსის კლინიკა, ხვალ ახალ, მოდერნიზებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკას ხსნის,კლილნიკის მისამართია ნავთლუღის ქუჩა 11/13.

ავერსის კლინიკა ისნის რაიონში ახალ მოდერნიზებულ ფილიალს ხსნის

„ავერსის“ კლინიკა, ხვალ ახალ, მოდერნიზებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკას ხსნის.

„ავერსის“ ცნობით, კლინიკის ისნის ფილიალი 2011 წლის ოქტომბრის თვიდან ფუნქციონირებს, თუმცა პაციენტების მზარდმა რაოდენობამ  კლინიკის გაფართოება განაპირობა.

„ავერსის“ კლინიკის ისნის ფილიალი  აღჭურვილია მსოფლიო დონის ევროპული, ამერიკული და იაპონური სამედიცინო აპარატურით და ასევე დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით. ავერსის კლინიკის ისნის  ფილიალში ხორციელდება ყოველგვარი ტიპის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული გამოკვლევა. ექოსკოპიური, ექოკარდიოგრაფიული, ნეიროსკოპიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევები უახლესი მოდელის თანამედროვე აპარატურით ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიისა  და მასაჟის  კაბინეტები.

„ავერსის“ კლინიკები  წარმატებით ფუნქციონირებს მარნეულში,  რუსთავში,  გორში. დიდი წარმატებით გამოირჩევა „ავერსის“ ცენტრალური კლინიკა თბილისში. „ავერსის კლინიკას“  უკვე 12 ფილიალი აქვს  მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ავერსის“ კლინიკის ისნის ფილიალის გახსნას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე; „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე; ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი   დიმიტრი ჯორბენაძე და ოფიციალური სტუმრები. 

კლილნიკის მისამართია ნავთლუღის ქუჩა 11/13.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …