მთავარი » ჯანდაცვა » აუცილებელია მოსახლეობას ოჯახის ექიმის ნდობა გაუმტკიცდეს
ადრე იყო პროფესიული გადამზადების სიტემა, მსგავსი სისტემის აღდგენა აუცილებელია და გამოასწორებს ვითარებას, მოსახლოებასაც მეტი ნდობა ექნება ექიმების მიმართ.

აუცილებელია მოსახლეობას ოჯახის ექიმის ნდობა გაუმტკიცდეს

ჯანდაცვაში და ჯანდაცვის პირველად რგოლში არსებულ მდგომარეობას აფასებს მედიცინოს დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს საექსპერტო კომისიის წევრი, ექსპერტი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი. 

მისი მოსაზრებით, პირველად რგოლში საკმაოდ რთული მდგომარეობაა და ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი არის საზოგადოებაში არსებული განცდა, რომ ამ რგოლში მომუშავე ექიმები დაბალი კვალიფიკაციის არიან. პრობლემაა ისიც, რომ ამ რგოლში დასაქმებულებს არასათანადო ანაზღაურება აქვთ.

„ჩემი აზრით ძირითადი პრობლემა არის პროფესიონალური დონე. პაციენტებში, რატომღაც, არის მოსაზრება, რომ პირველი როგლის ექიმები არიან დაბალი კვალიფიკაციის და ცდილობენ მიმართონ, მათი აზრით, უფრო მაღალი დონისა და კვალიფიკაციის ექიმებს, რაც ძირითად შემთხვევებში იწვევს სტაციონარების გადატვირთვას და პირველადი რგოლი რჩება „ჰაერში“. არადა, სწორედ პირველადმა რგოლმა უნდა აიღოს ძირითადი დატვირთვა საკუთარ თავზე.

ჩემი აზრით ასეთ სიტუაციას გამოასწორებს პირველადი რგოლის ექიმების გადამზადება, მოსახლეობამ უნდა დაიჯეროს და გაითავისოს, რომ პირველადი რგოლის ექიმები, ოჯახის ექიმები, არიან მაღალი დონის და მაღალი კვალიფიკაციის. თუ გახსოვთ ადრე იყო პროფესიული გადამზადების სიტემა, მსგავსი სისტემის აღდგენა აუცილებელია და გამოასწორებს ვითარებას, მოსახლოებასაც მეტი ნდობა ექნება ექიმების მიმართ“, – მიაჩნია ჩახუნაშვილს.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია ასევე ექიმების მატარიალური და სოციალური მდგომარეობა. „ნამდვილად არ აქვს არც დრო და არც შესაძლებლობა ექიმების დიდ ნაწილს იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ და პროფესიულად გაიზარდონ.

დიდი შეხება არ მაქვს ოჯახის ექიმებთან, მაგრამ ამის გარეშეც თვალნათლივ ჩანს მათი პრობლემები. რა თქმა უნდა, ამ რგოლის ექიმებს აქვთ მატარიალური პრობლემები, ძალიან მცირეა მათი დაფინანსება.

მათ დღეს აქვთ ასეთი სამუშაო რეჟიმი, – უნდა გასინჯონ ძალიან ბევრი პაციენტი და მიიღონ მიზერული ანაზღაურება. თუმცა ისინიც ითვალისწინებენ იმ სოციალურ დონეს რომელიც სახელმწიფოშია და საჩივრებითა და პრეტენზიებით არ მიმართავენ სამინისტროს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი ანაზღაურება გასაზრდელია“, – ამბობს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

„ცალკე საკითხია ამ რგოლში ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის თემა. არის რიგი რეგიონები, სადაც ამ კუთხით პრობლემა მეტ–ნაკლებად არ დგას, მაგრამ არის რეგიონები სადაც ამ კუთხით მწვავე პრობლემებია და იმედი მაქვს, რომ რეფორმის ფარგლებში ეს პრობლემებიც გადაიჭრება.

თუმცა, მსგავსი პრობლემა არამხოლოდ პირველად რგოლში, არამედ მთელს სისტემაში გხვდება. ბუნებრივია, იმ დაწესებულებებს, რომელთაც აქვთ მაღალი შემოსავალი, გააჩნიათ მაღალი დონის ინვენტარი და სხვა სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ხოლო ვისაც არ აქვს მაღალი შემოსავალი, მათ, შესაბამისად, დაბალი დონის ინვენტარი და ინფრასტრუქტურა აქვთ, – განაცხადა ჩახუნაშვილმა და დასძინა, რომ რეფორმა ნამდვილად შეძლებს ბევრი ხარვეზის გამოსწორებას.

ექსპერტის მოსაზრებით, პირველ რიგში, რეფორმა მოახერხებს ბიუჯეტის განტვირთვას და რესურსების უფრო ჯეროვნად განაწილებას.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …