მთავარი » მსოფლიო » AstraZeneca Turkey: მიზნად დავისახეთ აღმოვფხვრათ კიბო, როგორც გარდაცვალების მიზეზი

AstraZeneca Turkey: მიზნად დავისახეთ აღმოვფხვრათ კიბო, როგორც გარდაცვალების მიზეზი

AstraZeneca-ს თურქეთის წარმომადგენლობის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისმა კომპანიამ მიზნად დაისახა, აღმოფხვრას კიბო, როგოც სიკვდილის მიზეზი.

კიბოს ეროვნული კვირეულის აღნიშვნის ფარგლებში, სერკან ბარიშმა განაცხადა, რომ აუცილებელია, ყველას ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა სიმსივნის მკურნალობაზე და ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც კომპანიამ ამ მიმართულებით განახორციელა.

როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, კიბო არის მსოფლიოში გარდაცვალების ერთერთი მთავარი მიზეზი, რომელიც ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანის სიკვდილის გამომწვევი ფაქტორი ხდება, 2020 წელს კი გლობალურად ყოველი მეექვსე სიკვდილი გამოიწვია.

იმავე წლის მონაცემებით, მსოფლიოში კიბოს დიაგნოზის 18 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. თურქეთში კიბოს ეროვნული კვირეული, რომელშიც კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები იღებენ მონაწილეობას, მოწოდებულია, გაზარდოს ცნობადობა ამ დაავადებისა და ამ სფეროში მიმდინარე კვლევების შესახებ. ამ ძალისხმევამ კი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს.

სერკან ბარიშმა თავის გამოსვლაში გასნაკუთრებული აქცენტი გააკეთა სიმსივნის მკურნალობის ისეთ თანამედროვე მეთოდებზე, როგორიცაა იმუნოთერაპია, რომელიც იმუნურ სისტემას საშუალებას აძლევს, მიზანში ამოიღოს უშუალოდ სიმსივნის უჯრედები და გაანადგუროს ისინი. ასევე, ჩნდება პერსონალიზებული მკურნალობის მეთოდები პაციენტის გენეტიკური თავისებურებების მიხედვით.

„დიაგნოსტიკისა და სკრინინგის პროგრამების დანერგვა უზრუნველყოფს კიბოს გამოვლენას ადრეულ სტადიაზე, როცა ის ყველაზე მეტად ექვემდებარება მკურნალობას. თუმცა ბევრ ადამიანს არ აქვს წვდომა ამ ინოვაციებზე ღირებულების, სპეციალიზებული აპარატურის ან ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში ბრიგადების არარსებობის გამო. მიმაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია კიბოსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენ, AstraZeneca-მ, დავისახეთ თამამი მიზანი უზრუნველვყოთ ყველა ადამიანის ხელმისაწვდომობა კიბოს  მკურნალობაში და გამოვრიცხოთ ის, როგორც სიკვდილის მიზეზი. ამისთვის ჩვენ ვატარებთ 45-ზე მეტ კლინიკურ კვლევას კიბოს შესახებ მთელი თურქეთის ტერიტორიაზე,“ – განაცხადა AstraZeneca-ს თურქეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

AstraZeneca Turkey, კლინიკურ კვლევებთან ერთად, ასევე ახორციელებს კვლევებს კიბოს შესახებ თურქული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …