მთავარი » მსოფლიო » ასპირინი სიმსივნით დაავადებული პაციენტების გადარჩენის შანსს ზრდის
ასპირინი, რომელიც ანელებს ანთებით პროცესებს, ანელებს დნმ-ის მუტაციებსაც და, მაშასადამე, არ აძლევს კიბოს უჯრედებს უმართავ სტადიამდე განვითარების საშუალებას.

ასპირინი სიმსივნით დაავადებული პაციენტების გადარჩენის შანსს ზრდის

ასპირინის მიღება სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში კიბოს უჯრედების გამრავლებას აფერხებს და გადარჩენის შანსს 20%-ით ზრდის.

დასკვნას კარდიფის მედიცინის სკოლა 5 წლიანი კოლორექტალური, მკერდის და პროსტატის კიბოს განვითარებაზე დაკვირვების შედეგად აქვეყნებს. ირკვევა,  რომ ასპირინის რეგულარული მიღება ანელებს ანომალიურ უჯრედებში დნმ-ის მუტაციების დაგროვების პროცესს.

სხვადასხვა ეტაპზე ბიოფსიის შედეგების შესწავლამ აჩვენა, რომ ასპირინის მიღებისას მუტაციის სიჩქარე ნელდება – ის 10-ჯერ უფრო ნელა მიმდინარეობს. კიბოს უჯრედებში მუტაცია გროვდება გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ უჯრედში. თანდათან მუტაცია იმ სტადიამდე მიდის, როცა სიმსივნის ზრდა უკონტროლო ხდება, კიბოს უჯრედები კი – რეზისტენტული (მდგრადი) წამლის მიმართ.

ასპირინი, რომელიც ანელებს ანთებით პროცესებს, ანელებს დნმ-ის მუტაციებსაც და, მაშასადამე, არ აძლევს კიბოს უჯრედებს უმართავ სტადიამდე განვითარების საშუალებას.

worldpharmanews.com

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …