მთავარი » მსოფლიო » აშშ-ში „ომიკრონის“ პირველი მსხვერპლი კოვიდგადატანილი, აუცრელი მამაკაცი გახდა
uSA COVID

აშშ-ში „ომიკრონის“ პირველი მსხვერპლი კოვიდგადატანილი, აუცრელი მამაკაცი გახდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში „ომიკრონთან“ დაკავშირებული, გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი 50-დან 60 წლამდე მამაკაცია, რომელსაც კოვიდინფექცია წარსულში გადატანილი ჰქონდა და „ომიკრონითრეინფიცირების მსხვერპლი გახდა. „ფორბსის“ ინფორმაციით, პაციენტი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრილი არ იყო.

ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა ჰქონდა, რომლის გამოც კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დიდი რისკის ქვეშ იდგა. თუმცა, რატომ არ გაიკეთა მან ვაქცინა და ფიქრობდა თუ არა, რომ წარსულში გადატანილი ინფექცია მას საკმარის დაცვას შეუქმნიდა, უცნობია.

რამდენად მაღალი იმუნიტეტიც არ უნდა ჰქონოდა მას პირველი დაინფიცირების შემდეგ, აშკარაა, რომ ის არასაკმარისი იყო, რათა მამაკაცი ომიკრონის მძიმე მიმდინარეობისგან დაეცვა.

„ეს შემთხვევა დაგვაფიქრებს იმაზე, როგორ დაცვას უზრუნველყოფს „ბუნებრივი იმუნიტეტი“  „ომიკრონის“ წინააღმდეგ… აშშ-ში ეს არ იქნება  უკანასკნელი სიკვდილი, რომელიც  „ომიკრონს“ უკავშირდება,“- წერს „ფორბსი.“

ვირუსის ახალმა შტამმა უკვე დაამტკიცა, რომ არ არის „ლმობიერი“ და ადამიანების მოკვლა შეუძლია. დიდმა ბრიტანეთმა, 16 დეკემბრის მდგომარეობით უკვე განაცხადა სიკვდილის 7 შემთხვევის შესახებ, რომლებიც „ომიკრონს“ უკავშირდება. ეს რიცხვი 18 დეკემბრისთვის უკვე 14-მდე გაიზარდა.

„„ბუნებრივ იმუნიტეტში“ სიტყვა „ბუნებრივი“ თითქოს სასიამოვნოდ ჟღერს. თუმცა „ნატურალური“ ყოველთვის უკეთესი არ არის. მაგალითად, რომელი უფრო კარგად ჟღერს – „ნატურალური ფეკალია“ თუ „ხელოვნური“? უცნობია, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულმა რამდენმა ადამიანმა მიიღო ადეკვატური იმუნური დაცვა და რამდენად დიდხანს გრძელდება იგი. მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ SARS-CoV-2-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების 36%-ს ანტისხეულებიც კი არ გამოუმუშავდა,“ – წერს „ფორბსის“ ავტორი და აღნიშნავს, რომ ვაქცინის ბუსტერ-დოზის გაკეთება „ომიკრონის“ საფრთხის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …